Thursday, May 7, 2015

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი

   ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, იგივე ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ინგლ. Amyotrophic lateral sclerosis (ALS), აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც ლუ გერიგის დაავადებას, ან შარკოს დაავადებას . 
   (ALS) პროგრესიული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადება, გამოწვეული მოტორული ნეირონების დეგენერაციით.ზიანდება წინა რქები (უხშირესად კისრის ნაწილის) და ზურგის ტვინის გვერდითი სვეტები, თავის ქალის IX, X, XII წყვილი ნერვების ბირთვები. ამ ადგილებში ვითარდება გლიოზური ქსოვილის ზრდა.
 მოტორული ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განაგებენ ნებითი კუნთების მოძრაობას. ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, როგორც ერთერთი  დაავადება, იწვევს კუნთების დასუსტებას. ეს დაავადება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დეგენერაციის გზით იწვევს მათ სრულ კვდომას, ისინი ვეღარ აწვდიან კუნთებს სიგნალს. ფუნქცია დაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი მთლიანი ატროფირება.
ამიოტროფული გვერდითი
სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, გააჩნიათ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნულობა, რაც დაავადებამდე ჰქონდათ. მოტონეირონები ეწოდებათ ნერვულ უჯრედებს რომლებიც განლაგებულია ტვინში , ღეროსა და ზურგის ტვინის წინა რქებში..  ცენტრალური მოტონეირონებია ტვინიდან ზურგის ტვინამდე ხოლო პერიფერიული ზურგის ტვინიდან ეფექტორულ ორგანომდე დაავადებულთა უმრავლესობა სიმპტომების გამოვლინებიდან 3-5 წლის თავზე იღუპება  სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად , როდესაც დიაფრაგმის ინერვაცია გამოვარდება. ასევე შესაძლებელია იშვით შემთხვევაში 10 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობაც. ALS არ აზიანებს მგრძნობელობის გამტარ გზებს ასე რომ ასეთ პაციენტებს შენახული აქვთ გემოვნების მხედველოსბის ყნოსვის და სხვა მგრძნობელობები ასევე  შარდის ბუშტის სპინქტერებისა და ნაწლავთა სპინქტერების ინერვაცია.
ნეიროდეგენერაციული
  აშშ_ს ნაციონალური ALS  რეესტის მონაცემებით 12.000 ზე მეტ ადამიანს აშშ ში აქვს დასმული ALS დიაგნოზი. მისი პრევალენტობა შეადგენს 3.9 შემთქვევა ყოველ 100.000 მოსახლეში იგი ყველაზე გავრცელებული ნეირომუსკულარული დაავადებაა რომელიც ემართება ნებისმიერი რასისა და სქესის ადამიანს. ALS  უფრო გავრცელებულია თეთრკანიან მამაკაცებში.  60-69 წლის ასაკში, მაგრამ ახალგაზრდა და ხანდაზმული ადამიანებშიც  ასევე შეიძლება განვითარდეს დაავადება. მამაკაცები არიან დაზარალებული უფრო ხშირად, ვიდრე ქალები. 90-95% ში დაავადება შემთხვევით ხასიათს ატარებს .
  რისკ ფაქტორების იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. სპორადული შემთხვევის ინდივიდებს ოჯახში არ ყავთ ALS  დაავადებული წინაპრები. ასევე მათი ოჯახის წევრფებიც არ იმყოფებიან რისკის ქვეშ.
დაახლოებით 5-10% გადაეცემა მემკვიდრეობით ამ დროს ერთი მშობელი მაინც არის ALS  ზე პასუხისმგებელი გენის მატარებელი. 12 ზე მეტი გენის მუტაციას შეუძლია ოჯახური ALS ს გამოწვევა. დაახლოებით ოჯახური შემთხვევათა 1/3 გამოწვეულია დეფექტური გენით 9 ქრომოსომის 72 ლოკუსში ან C9ORF72 ამ გენის ფუნქცია უცნობია.  დანარჩენი 20 %  ოჯახური შემთხვევებისა  ხდება მუტაციით გენში რომელიც კოდირებულია შემდეგნაირად. enzyme copper-zinc superoxide dismutase 1 (SOD1). სპილენძ-თუთუა სუპეროქსიდ დისმუტაზა 1 ფერმენტი. იგი კოდირდება  21 ქრომოსომაში. ერთმანეთთან აკავშირებს სპილენძისა და თუთიის იონებს და არის ერთ-ერთი  დისმუტაზა რომელიც ანადგურებს თავისუფალ ზეჟანგურ რადიკალებს.
სიმპტომატიკა საწყის ეტაპზე  სიმპტომები შეიძლება შეუმჩნეველიც კი იყოს . ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება  ფასციკულაცია , კრამპი კუნთების სპასტიკა , მხრებსა და ფეხებში ძალის დაქვეითება. მეტყველების შეფერხება , ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება. მოგვიანებით ხდება ამ სიმპტომების გამკვეთრება რაც ბადებს ALS ეჭვს . სიმპტომები უმეტესად გამოიხატება ზედა კიდურების მტევნისა და მხრების დაზიანებით რაც იწვევს ნატიფი მოძრაობების შესრულების დარღვევას , როგორიცაა წერა. საკეტში გასაღების გადატრიალება ღილაკზე სწაფი ხელის დაჭერები.  ქვემო კიდურების
სიმპტომოკომპლექსისას სიარულის პროცესი ხდება უხერხული. შეიმჩნევა ერთი ფეხის თრევა და ბორძიკი.  როდესაც სიმპტომები მოიცავს ზედა და ქვედა კიდურებს მას ეწოდება “limb onset”  ხოლო როდესაც თავდაპირველად მეტყველება ზიანდება მაშინ “bulbar onset” .... დაავადების გაშლილ პერიოდში ავადმყოფი კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს, კიდურების მძიმე დამბლის გამო. მეტყველება ხდება გაურკვეველი, (დისფაგია, დიზართრია, დისფონია) ძნელდება ყლაპვა. ყალიბდება პათოლოგიური რეფლექსები. კუნთების ატროფია და ძვლების სისუსტე  დამახასიათებელი ნიშანია პერიფერიული და ცენტრალური დამბლის ნიშნების შერწყმა.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გამოხატული იყოს როგორც ცენტრალური ასევე პერიფერიული ნეირონების დამბლის სიმპტომოკომპლექსი რაც გამორიცხავს სხვა საეჭვო დაავადებების არსებობას...
იმის გამო რომ ცნობიერება სრულადაა შენარჩუნებული და პაციენტი დროთა განმავლობაში კარგად ამჩნევს თავის მდგომარეობას , დგომის,  პოზის , საუბრის და ყლაპვის გამოვარდნას, იგი ხდება ნერვიული და დეპრესიული.
სპორადული ამიოტროპული სკლეროზის მიზეზები.
  1.   ოქსიდაციური სტრესი: ესაა დისბალანსი რომელიც ხდება უჯრედულ მეტაბოლიზმში მონაწილე  ტოქსიკური  ჟანგბადშემცველი ელექტრული მუხტის მქონე მოლეკულებსა  და  ბიოლოგიური ორგანიზმის დაცვის უნარს შორის. 
  2.  მიტოქონდრიული დისფუნქცია : დნმ შემცველი მიტოქონდრიებში მუტაციები მიჩნეულია ALS  ის რისკფაქტორად
  3. იმუნური სისტემის დარღვევები: არსებობს მტკიცებულება რომ  ნერვული იმუნოლოგიური უჯრედები, ანუ მიკროგლია შეიძლება იყოს როგორც ხელშემწყობი აგრეთვე ხელშემშლელი ALS-ს განვითარებაში. ამ საკითხზე კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
  4. გლუტამატის ტოქსიკურობა: იგი ერთერთი ქიმიური ნეიროტრანსმიტერია ადამიანის ნერვულ სისტემაში , რომელსაც გადააქვს  იმპულსები ნერვულ უჯრედებს შორის. ALS-ს ის დროს ნერვული იმპულსის გატარების  შემდეგ გლუტამატი გროვდება უჯრედში და აფერხებს კონკრეტულად მის და მეზობელი უჯრედების  ფუნქციონირებას. ეს პრობლემა წარმოიქმნებანერვულ უჯრედში გლუტამატის  არაადეკვატური ტრანსპორტით. FDA (Food and Drug Administration) ის მიერ  მოწოდებულია  ერთადერთი წამალი   riluzole (Rilutek), რომელიც ამცირებს აკუმულირებული გუტამატის დონეს რითაც ხელს უშლის დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ასევე B1, B12, E ვიტამინების ინექცია, ატფ, 
  5. რეაქტიული ვირუსები: ბოლო გამოკვლევებით დგინდება რომ  ვირუსული პროტეინი სახელად HERV-K ს შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა ბევრად უფრო მეტადაა გავრცელებულები ALS ით დაავადებული ადამიანების თავის ტვინში ვიდრე  სხვა შემთხვევებში.
  6. Cyanobacteria ეს მიკროორგანიზმი ცხოვრობს უდაბნოს მშრალ ქვიშაში,  მისი ინჰალაცია მტვერის სახით შესაძლოა გახდეს ALS ის რისკ ფაქტორი.  ეს ბაქტერია აგრეთვე აღმოჩენილია დაბინძურებულ წყალსატევებში
  7. სხვა ფაქტორებია ... მძიმე მეტალები , დაბინძურებული გარემო, გამონაბოლქვი .

ოჯახური ALS
ტერმინი ოხაჯური ნიშნავს რომ დაავადება გამომჟრავნდა ამათუ იმ ინდივიდის ოჯახში. ხოლო ტერმინი სპორადული გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც  დაავადება წინაპრებში არ გამომჟღავნებულა .  ტერმინი გენეტიკური შეიძლება ვიხმაროთ როგორც სპორადული ასევე ოჯახური ფორმების შემთხვევაში, რადგან  ზოგიერთ სპორადულ შემთხვევაში შეიძლება ცნობილი არ იყოს ისტორია. 1993 წელს დადგინდა რომ ოჯახური შემთხვევების 10-20% სა და სპორადულის 1/3 ში აღმოჩენილია მუტაცია SOD1 (superoxide dismutase 1)  გენში. ეს გენი არის პირველი გენი რომელიც დაუკავშირეს ALS ს განვითარებას.  მოგვიანებით დადგინდა კიდევ მრავალი გენი, რომლის  მუტაცაც იწვევს  ALS ს. ოჯახური ფორმით დაავადებულთა მცირე პროცენთში აღმოჩენილია TDP43 გენის მუტაცია, იგი საჭიროა ტრანსკრიფციის პროცესის შესასრულებლად , მნიშვნელოვანია როგორც DNM ასევე RNM  შეკავშირებისთვის . ასევე 2009 წელს აღმოჩნდა მუტაცია FUS გენში, რომელიც რნმ შემაერთებელი პროტეინია ასევე ჩართულია ტრანსკრიფციის პროცესში. 2011 წელს აღმოაჩინეს რომ ubiquilin 2 ცილის მაკოდირებელი გენის მუტაციაა ჩართულია დაავადების განვითარებაში, ასევე ფართოდაა დაავადებასთან დაკავშირებული C9ORF72 გენი. ამ გენის მუტაცია ასევე აღმოჩენილია FTD (ფრონტოტემპორალური დემენციით) დაავადებულებში. ასე რომ ALS სა და FTD ს ზოგიერთი ფორმისას ხდება გენეტიკური კლინიკური და პათოლოგიური მსგავსება.  კვლევების თანახმად  C9ORF72 გენის მუტაცია ორჯერ აჭარბებს SOD1 გენის მუტაციას. ასევე TDP43, FUS და optineurin და valosin-containing protein (VCP) გენების მუტაციის შერწყმა  გვაძლევს ოჯახური ALS ს გავითარებას.

დიაგნოსტიკა არარსებობს არავითარი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი რაც პირნათლათ დაგვასმევინებს ALS დიაგნოზს.  თუმცა ზედა და ქვედა კიდურების მოტონეირონების დაზიანების ნიშნები გვაძლევს ეჭვის საფუძველს. დიაგნოზი დაფუძნებულია გამოხატულ სიმპტომოკომპლექსსზე ,მათ პროგრესირებად გაუარესებაზე , პაციენტის ფიზიკური მონაცემების დაკვირვებასა და სხვა სადიფერენციო დაავადებების გამორიცხვაზე. კარგად უნდა იქნეს შეკრებული ანამნეზი და ჩატარდეს ნევროლოგიური კვლევა. მიღებული მონაცემები კი მოგვცემს დიაგნოზის დასმის საშუალებას .  ALS ს ადრეული სიმპტომები ძალიან წააგავს სხვა განკურნებად დაავადებებსა თუ დარღვევებს მიტომაც ტარდება შესაბამისი გამოკვლევები მათ სადინფერენციოთ. ასეთ ტესტებს მიეკუთვნება  ელექტრომიოგრაფია (EMG)( კუნთების ელექტრული იმპულსების რეგისტრაციის მეთოდი), ნერვული გამტარებლობის შესწავლა (NCS), (ელექტრული იმპულსების ენერგიის გაზომვა). მიღებულმა მონაცემებმა შეიძლება გვაფიქრებინოს პერიფერიული ნეიროპათია ან კუნთოვანი დისტროფია ვიდრე ALS. ტვინისა და სპინალური MRI სურათი ამ დროს აბსოლიტურად იდენტურია ჯანმრთელი და დაავადებულებში. მან მხოლოდ შეიძლება გამორიცხოს სხვა პათოლოგიების არსებობა. კუნთების ბიოფსიას მიმართავენ  მიოპათიებისა და ALS ს სადიფერენციოდ. რუტინული ანალიზები(სისხლი , შარდი)  უმნიშვნელოა.
HIV, ადამიანის T უჯრედული ლეიკემიური ვირუსი (HTLV), კაიმის დაავადება საწყის ეტაპზე გავს ALS ა. ასევე  ნეიროლოგიური დარღვევები. მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათა, post-polio syndrome. 
მკურნალობა გარდა riluzole ისა არარსებოს რაიმე კონკრეტული წამალი და მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურ ხასიათს ატარებს. იგი მიმართულია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. რაშიდაც ჩართული უნდა იყოს სპეციალისტთა მულტიდისციპლინარული ჯგუფი: ფარმაცეფტები, ნუტრიცისტები, შრომითი და მეტყველებითი თერავპეტები, სოციალური მუშაკები და პროფესიონალი ექთნები. აგრეთვე პაციენტი უნდა მომარაგდეს სპეციალური არჭურვილობებით რაც მას მობილურობას შეუნახავს. ოკუპაციური თერაპის მიხედვით შეიძლება პაციენტის აღჭურვა:  პანდუსით, ფიქსატორებითა და  ეტლებით. მეტყველების პრობლემა შეიძლება გადაიჭრას სასაუბრო თერაპიის დახმარებით კი ან არას  სწავლებით თვალებით ან რაიმე ჟესტიკულაციით. აგრეთვე მოწოდებულია სპეციალური კომპიუტერული სიტყვის სინთეზატორები, და სხვა კომუნიკაციის სისტემები.  ისინი გამოთქვავენ სიტყვებს სამეტყველო სიმებისა და მუსკულატურის ფუნქციონირების გარეშე. ნუტრიცისტები არჩევენ მაღალკალორიულ საკვებს ხოლო თუ კვებითი აქტივობაც გამოვარდება
ხმარობენ ნაზოგასტრულ ზონდს ,ასპირაციული პნევმონიის თავიდან ასაცილებლად. სასუნთქი მუსკულატურის  პარეზისას როდესაც გართულებულია სუნთქავა  ხმარობენ (ხანგამოშვებით დადებითი წნევის სავენტილაციო [IPPV] ან bilevel positive airway pressure [BIPAP]) განსაკუთრებით ძილის დროს. ხოლო როდესაც ფილტვების ფიზიოლოგიური  ვენტილაცია სრულიად გამოვარდება ამ მოწყობილობებს ხმარობენ 24 საათის განმავლობაში. NeuRx Diaphragm Pacing System ესაა აპარატი რომელიც იმპლანტირებული ელექტროდების და ბატარეის საშუალებით იწვევს დიაფრაგმის (სუნთქვის კუნთების) შეკუმშვა.



No comments:

Post a Comment