Thursday, February 8, 2018

ანტიბიოტიკების კლასიფიკაცია და მოქმედების მექანიზმები PPT

ახალშობილის რეანიმაცია PPT

Thursday, December 17, 2015

პარაფილია ( სქესობრივი გაუკუღმაღთებები )

პარაფილია (ბერძნ. παρά — გარდა, გარეშე; φιλία — სიყვარული) — სხვადასხვა სახის გადახრები სექსუალური ნორმებისგან, გამოხატული ფანტაზიებით ან ქმედებებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით პარაფილიას მიაკუთვნებენ F65 ჯგუფის დიაგნოზს (ფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევა, პიროვნულობისა და მომწიფების ასაკში ქცევის დარღვევა, სექსუალური უპირატესობის დარღვევა). პარაფილია არ წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის სახეობას.

მკვლევარების უმრავლესობა სექსუალურ გაუკუღმარტებებს ყოფენ ე.წ  გადალახვად და გადაულახავ აუცილებლად შესრულებად  ნაირსახეობებად. ამასთანავე აღიარებენ რომ გადა აღიარებენ რომ გადაულახავი პერვერზიები  ყალიბდება გადალახვადი ნაირსახეობებისაგან.  K. imelinsky (1986) კი ყოფს მათ  ჭეშმარიტ და ცრუ ნაირსახეობებად. ჭეშმარიტ პერვერზიებად მიიცნევენ ისეთ შემთხვევებს , რომლებიც სექსუალურ კმაყოფილებას იღებენ  მხოლოდ გაუკუღმართებული მეთოდით. ამასთანავე

Thursday, May 7, 2015

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი

   ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, იგივე ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ინგლ. Amyotrophic lateral sclerosis (ALS), აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც ლუ გერიგის დაავადებას, ან შარკოს დაავადებას . 
   (ALS) პროგრესიული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადება, გამოწვეული მოტორული ნეირონების დეგენერაციით.ზიანდება წინა რქები (უხშირესად კისრის ნაწილის) და ზურგის ტვინის გვერდითი სვეტები, თავის ქალის IX, X, XII წყვილი ნერვების ბირთვები. ამ ადგილებში ვითარდება გლიოზური ქსოვილის ზრდა.
 მოტორული ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განაგებენ ნებითი კუნთების მოძრაობას. ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, როგორც ერთერთი  დაავადება, იწვევს კუნთების დასუსტებას. ეს დაავადება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დეგენერაციის გზით იწვევს მათ სრულ კვდომას, ისინი ვეღარ აწვდიან კუნთებს სიგნალს. ფუნქცია დაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი მთლიანი ატროფირება.
ამიოტროფული გვერდითი

Wednesday, October 22, 2014

სკლეროდერმია

სკლეროდერმია ქრონილული მულტისისტემური აუტოიმუნური დაავადებაა რომელიც ხასიათდება მცირე ზომის არტერიების, მიკროსისხლძარღვების, ფიბრობლასტების  დაზიანებით, კოლაგენის დაგროვებით (ფიბროზი)  და ნაწიბურების განვითარებით კანზე კანქვეშ და შინაგან ორგანოებში. 
ვიზუალიზაცია
  • პირველად ჰიპოკრატემ აღწერა როგორც გასქელებული კანი ,
  • Carlo Curzio-მოგვაწოდა დეტალური აღწერილობა.
  •  ბატისტა ფანტონეტიმ უწოდა დაავადებას „სკლეროდერმია“ 
  • Robert H. Goetzმა მიაკუთვნა სისტემურ დაავადებას.  
განარჩევენ 2 ფორმას :
  1. ლოკალიზებული  - უფრო ხშირია ბავშვებში, კლასიფიკაციით იგი ორი სახისაა morphea და linear (რგოლისებრი და ხაზოვანი). ასევე ხმლის ჩანაჭდევი
  2. სისტემური-წარმოადგენს მძიმე დაავადებას ხშირად ლეტალური გამოსავლით. მას ასევე ეძახიან Diffuse-დიფუზური limited-ლიმიტირებული, CREST-კრესტ (Cალალცინოზი,Rეინო,Eზოფაგიტი,Sკლეროდაქტილია,Tელეანგექტაზია) 
  3. overlap-თანდართული.

Sunday, June 15, 2014

საკვერცხის ცისტა / კისტა

საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ- აჭარბებსსაკვერცხის ცისტაა. გვხვდება მარცვლისოდენა ცისტები, ან უფრო მოზრდილიც, რომელიც შეგვიძლია ზომით ფორთოხალს შევადაროთ. კისტა სიმსივნისებრი წარმონაქმნია მათი  უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები
ძირითადად რეპროდუქტიულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე) ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. თუ ცისტის დიამეტრი 5სმ- აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. საკვერცხის ცისტა ხშირად უსიმპტომოდ არსებობს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება. იმ შემთხვევაში კი, როცა ის თავს ავლენს გარკვეული სიმპტომებით, დაზუსტებით თქმა, რომ ეს სიმპტომები კისტის გამო განვითარდა, შეუძლებელია. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს, ენდომეტრიოზს, კიბოს, აპენდიციტს, დივერტიკულიტს და .. საკვერცხის ცისტების ორი ტიპი არსებობს:
          

Tuesday, June 3, 2014

ტყვია , ტყვიით მოწამვლა ბავშვებში

        ტყვია , ქიმიური ელემენტი რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pb , ატომური ნომერი 82 . მძიმემ მეტალია, რომელიც მომწამვლელდ მოქმედებს ადამიანზე და გავლენას ახდენს მისი ორგანოების ფუნქციონირებაზე. აღმოჩნდა რომ ტყვია ჯანმრთელობისთვის შეიძლება იმ შემთხვევაშიც სახიფათო იყოს, თუ პროდუქციაში მისი შემცველობა მთავრობის მიერ დაშვებულ ნორმაზე დაბალია. იგი ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება და მოწამვლას იწვევს. თუმცა მისი დიდი რაოდენობით სისხლში ერთხელ მოხვედრაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.