Thursday, December 17, 2015

პარაფილია ( სქესობრივი გაუკუღმაღთებები )

პარაფილია (ბერძნ. παρά — გარდა, გარეშე; φιλία — სიყვარული) — სხვადასხვა სახის გადახრები სექსუალური ნორმებისგან, გამოხატული ფანტაზიებით ან ქმედებებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით პარაფილიას მიაკუთვნებენ F65 ჯგუფის დიაგნოზს (ფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევა, პიროვნულობისა და მომწიფების ასაკში ქცევის დარღვევა, სექსუალური უპირატესობის დარღვევა). პარაფილია არ წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის სახეობას.

მკვლევარების უმრავლესობა სექსუალურ გაუკუღმარტებებს ყოფენ ე.წ  გადალახვად და გადაულახავ აუცილებლად შესრულებად  ნაირსახეობებად. ამასთანავე აღიარებენ რომ გადა აღიარებენ რომ გადაულახავი პერვერზიები  ყალიბდება გადალახვადი ნაირსახეობებისაგან.  K. imelinsky (1986) კი ყოფს მათ  ჭეშმარიტ და ცრუ ნაირსახეობებად. ჭეშმარიტ პერვერზიებად მიიცნევენ ისეთ შემთხვევებს , რომლებიც სექსუალურ კმაყოფილებას იღებენ  მხოლოდ გაუკუღმართებული მეთოდით. ამასთანავე
არ უნდა დაგვავიწყდეს რომსაზღვარი ჭეშმარიტ და ცრუ პერვერზიებს შორის ლაბილური და ადვილად მონაცვლებადია. ჭეშმარიტი პერვერზიები იწყებიან ახალგაზრდის ნაადრევ  ასაკში, როდესაც მოზარდს გაუჩნდება სურვილე სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. იგი ეძებს მეთოდებსა და საშუალებებს დაიკმაყოფილოს  მოთხოვნილებები , მაგრამ  მოზღვავებულ სურვილებს ბოლომდე ვერ იკმაყოფილებს, ამიტომ მიმართავს  დევიანტურ მეთოდებს , როგორც  ფსევდოპერვერზიების , ისე ჭეშმარიტი ნაირსაეობების ურთიერთმონაცვლეობით. г.с васильченко ჭეშმარიტ პარაფილიად მიიჩნევდა ისეთ ნაირსახეობებს რომლებიც სრულიად ჩაანაცვლებს ნორმალურ ტრადიციულ ჰეტეროსექსუალურ მეთოდს.
სექსუალური ლტოლვის ფსიქოპათოლოგიურ  თავისებურებაში  а.п. чуприков და а.п. чуприков  განიხილავენ 3 ზირითადი ფსიქოპათოლოგიური ფენომენის  გამოვლინებას.

  1.          აკვიატებული
  2.          ობსესიურ-კომპულსიური
  3.          იმპულსური
მსგავსი აშლილობების  გამოვლინება ჩამოყალიბებაში  იგულისხმება სტადიურობა . ძირითადად 3 სტადიის სახით. ყველა მათგანს გააჩნია დამახასიათებელი ფსიქოპათოლოგიური მახასიათებლები.

  •                         პროდრომალური სტადია
  •                        პერვერზიული მოქმედებების სტადია
  •                       პერვერზიის ჩათავების სტადია
1. პათოლოგიური სექსუალური აკვიატებები_სთვის დამახასიათებელია უნებლიედ წარმოქმნა. პიროვნებისთვის არსებითად უცხო, გადაულახავი , მყარი  აფექტურად გაჟრენთილი სექსუალური სურვილი , რომელსაც ვერ ებრძვის იმის მიუხედავად , რომ კარგად ესმის ამგვარი სურვილის არანორმალურობა და დაუშვებლობა.  აღნიშნული პათოლოგიური ლტოლვა  აიძულებს  კვლავ და კვლავ მიმართოს პერვერსიულ მეთოდებს , რომელიც უზრუნველყოფს მის გაუკუღმარტებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას .  დასაწყისში სუბიექტი ცდილობს დათრგუნოს და დამალოს გარშემომყოფთათვის  თავისი ლტოლვები და მისწრაფებები გარკვეული ხნით, მაგრამ  უმეტეს შემთხვევებში რაიმე  ფსიქოგენური ფაქტორების ზემოქმედებით  კვლავ მეორდება უფრო გაზრდლი და ინტენსიური მოთხოვნილებების რეგისტრი. რაც აიძულებს პაციენტს კვლავ მიმარტოს  პერვერსიულ მეთოდს.
2. პათოლოგიური სექსუალური ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები ხასიათდებიან სპეციფიკური პროდრომით და მატებადი აფექტური აშლილობებით დეპრესიულ-დისფორიული აშლილობების დონემდე. ფსიქოგენურად  პათოლოგიურად შევიწროებული ცნობიერების ფონზე . ავადმყოფები ავლენენ მიდრეკილებას  შფოთვების, დისფორიების  დისკომფორტისა და შინაგანი დაძაბულობისადმი . ეს  ვარიანტი უფრო ხშირად ემართებათ ეპილეფსიით ან ცერებრალურ-ორგანული დაზიანების  მქონე პაციენტებს ფსიქიკის შედარებით ნაკლებ დაზიანების შემთხვევასი . პროდრომალურ სტადიასი უძლიერდებათ ეროტიული ფანტაზიები , ხედავენ სექსუალური შინაარსის სიზმრებს.  ძილი უხდებათ ზერელე , რომელიც ვერ უზრუნველყოფს სიწყნარის განცდას.  აღინიშნება ფსიქიკის აშლილობის მატება,  მთლიანად შთაინთქმებიან თავიანთ განცდებში, ხდებიან სევდიან-ღვარძლიანები  აწუხებთ შიშები და სუიციდური აზრები  ეჭვიბენ რომ გარშემომყოფებმა იციან მისი სექსუალური გახრწნილობის შესახებ.                                     
    ამგვარი პაციენტების პერვერსიული აქტის რეალიზების სტადია  ხასიათდება მოტივაციებისადმი ბრძოლის შესუსტებით  ხოლო თვით ქცევა რეალიზდება აფექტურად შევიწროებული  ცნობიერების ფონზე, ნაწილობრივი ამნეზიით. სურვილის რეალიზების მომენტში საკუთარი მდგომარეობის კრიტიკული შეფასების უნარი  უმეტეს სემთხვევაშია რის აშლილი, ან სრუალიად არ არსებობს.  პერვერზიული აქტის დამთავრების სტადიაში სუბიექტი გრძნობს  ფსიქიკურ  და სექსუალურ განმუხტვას., რასაც თანსდევს გამოხატული სომატო ვეგეტატიური  აშლილობები; ტაქიკარდია , ცამცივნებები, ოფლიანობა  და ა.შ
3. იმპულსური მოქმედებები და ქცევები შეიძლება იყოს  ეპიზოდურიც და მყარი იმპულსური ლტოლვის სახით. მსგავსი მახასიათებლები უფრო ხშირია ეპილეფსიური და შიპოფრენიული სპექტრის დაავადებების დროს. თუმცა იგი შესაძლოა განუვითარდეს სრულიად ჯანმრთელ ახალგაზრდასაც და მწვავედ წარმოქმნილი სექსუალური აგზნება-მისწრაფების პროცესში მოახდინოს ძალადობრივი სექსუალური აქტი. აღტკინება რეალიზდება უეცრად და მოითხოვს ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვას  სექსუალური აქტის  დაუყოვნებლად შესრულებისთვის. ამ მომენტში მოძალადე მიმართავს ყველანაირ მეთოდს  აგრესიიდან მკვლელობამდე. ხოლო მოზღვავებული იმპულსების რეალიზების შემდეგ ვითარდება ასთენია , მოდუნება ,  გამოფიტვა და ძილიანობა.                                         
   სექსუალური  გადახრები და განსაკუთრებით პერვერსიები წარმოადგენს   თავისებურ აკვიატებულ ობესიურ -კომპულსიური აშლილობების გამოვლინებას. გასული საუკუნის 70 იან წლებში ჰომოსექსუალური ფრაქციის დაჟინებული მოთხოვნის შედეგან  ფსიქიატრიული აშლილობების კლასიფიკაციისა და ნომენკლატურში პარაფილიის   განსაზღვრებიდან   ამოიღეს ჰომოსექსუალიზმი და განმარტეს როგორც პიროვნების  თავისებური სექსუალური მოთხოვნილების  დაკმაყოფილების მეთოდი. რაც გამორიცხავს ჰომოსექსუალიზმს  როგორც კანონსაწინააღმდეგო  მოქმედებას ასევე  მის ფსიქიკურ დაავედებად აღიარებას.

 პარაფილიების ეტიოლოგიაზე ცნობები ნაკლებია. პათოგენეზი არასაკმარისადაა შესწავლილი. მკვლევართა აზრით  პარაფილიის პათოგენეზში მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს  გარკვეული პრედისპოზიციის  არსებობა, რომელიც შეიცავს მორფოფუნქციონალურ, ცერებრულ , სექსუალურ და ფსიქოლოგიურ შემადგენელს. კერძოდ

  • ცერებრული დისპოზიცია  არის წარმოდგენილი ცნს_ის პრე და პოსტნატალური  რეზიდუალური დაზიანების  სახით. აღმოჩნდა  სუბარაქნოიდული ნაპრალების  და პარკუჭების სისტემების გაფართოება , თავის ტვინის თეთრი ნივთიერების არაპროგრედიენტული ატროფიის სხვადასხვა ხარისხის გამოვლინებით, ეეგ ზე ნახევარსფეროების ურთიერთკოჰერენტობა და ა.შ კლინიკურ  შემთხვევათა ბიოქიმიური კვლევის შედეგად კატექოლამინური და ინდოლამინური ნეირომედიაციის კომპლექსი.
  • სექსუალური პრედისპოზიცია წარმოადგენილია სუსტი ან საშალო სქესობრივი კონსტიტუციის მქონე პიროვნებებით, რომელნიც შედიან წინააღმდეგობაში ( ლიბიდოს ნაადრევ გაღვიძებასთან) მათთვის უმნიშვნელოვანესია ფსიქოსექსუალური განვითარების რომანტიკული (პლატონური) სტადიის გამოვარდნა.პუბერტას დაგვიანება და დისჰარმონია ადასტურებს  სქესობრივი იდენტურობის აშლილობას.  
  • რაც შეეხება ფსიქიკურ დისპოზიციას  აქ შერწყმულია ერთის მხრივ ტორპიდულობა და რიგიდულობა, ხოლო მეორეს მხრივ სენსიტიურობა და შიზოიდურობა  რასაც პიროვნება მიყავს განცდების კონდენსირებამდე.  და ფსიქოსექსუალური დეზადაფტაციის პირველადი ნიშნების გამოვლინებამდე ჯერ კიდევ ნაადრევ ბავშვობასი.

196  პაციენტზე ჩატარებულმა ცდამ რომლებსაც აღენიშნებოდათ პარაფილიების სხვადახვა სახეობები  აჩვენა რომ .

  •          პრედისპოზიციის მახასიათებლები  არ წარმოადგენს ფატალურ პროგრესირებად პათოლოგიას
  •          ყველა უვითარდება უპირატესად მამაკცებს
  •          კავშირი აქვს არაკეთილსაიმედო, მიკროსოციალურ  და ფსიქოგენურ ფაქტორებთან
  •           უპირატესად ფსიქოგენურ წარმომავლობისაა რომელის მანიფესტაციაშიც ძირითადი როლი  ინტრა და ინტერპერსონალრ კონფლიქტებს  ეკუთვნის
  •          დაავადება იწყება მოზარდ ან ახალგაზრდა ასაკში
  •          ვითარდება ეტაპობრივად, ჯერ ფსიქოლოგიური და შემდეგ შესაბამისი ქცევითი სიმპტომების ჩამოყალიბებით
  •          ახასიათებს არაშიზოფრენიული პროგრედიენტობა რაც იწვევს პიროვნების დისოციაციას, ინტელექტის გაღარიბებას  ე.წ სტრუქტურულ ჭკუასუსტობას.

პარაფილიების ნაირსახეობები:


  •               დაკრიფილია ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის ცრემლების ან ტირილის დანახვისას. როგორც წესი, დაკრიფილია მამაკაცებთან ასოცირდება.
  •          დენდროფილია - ადამიანი სექსუალურ ლტოლვას განიცდის ხეების მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს სექსუალურ კონტაქტს, ან თაყვანისცემას როგორც ფალოსის სიმბოლოს, ან/და ორივეს ერთად.
  •          ემეტოფილია -ადამიანი აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას. ამ აქტის გახორციელებას პარტნიორებს შორის, რაც გამოიხატება ერთმანეთზე პირის ღებინებით, ეწოდება რომაული წვიმა (სახელი მოდის რომაულ ლხინზე ხშირი პირღებინების შედეგად).
  •          ოლფაქტოფილია -ადამიანები განიცდიან სექსუალურ ლტოლვას ან/და სექსულაურ აღგზნებას სუნისა თუ სურნელის მიმართ, რომელსაც მეორე ადამიანის სხეული გამოყოფს, განსაკუთრებით ინტიმურ ადგილებიდან.
  •          დიაპერიზმი სექსუალური აღგზნება ბავშვის საფენების ტარებისას.
  •          ზენოფილიასექსუალური აღგზნების მიღწევა ეჭვიანობისას
  •          კლიზმოფილიასექსუალური აღგზნება, რომელიც ოყნის გაკეთებისას მიიღწევა.
  •          კნისმოლაგნიასექსუალური აღგზნება ღიტინისას.
  •          ოდაქსელაგნიასექსუალური მიზიდულობა კბენის მიმართ.
  •          პლუშოფილიასექსუალური აღგზნება ფუმფულა სათამაშოების მიმართ
  •          სომნიოფილიასექსუალური აღგზნების ან/და ორგაზმის მიღწევა, როდესაც ადამიანი უეცრად შევარდება და ეროტიული ალერსით გააღვიძებს მძინარე უცნობს.
  •          უროლაგნიასექსუალური კმაყოფილება შარდისგან ან მოშარდვისგან.
  •          ფროტერიზმი სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანთან ცალმხრივი შეხებისან ან/და ხახუნისას.
  •          ტროილიზმი ეროტიკული ინტერესი, რომელიც საკუთარი პარტნიორის სხვასთან სქესობრივი აქტის, ხშირად ფარულად, თვალთვალს გულისხმობს. მისი ყველაზე გავრცელებული სახეა, როდესაც მამაკაცი თავისი მეუღლის სხვა მამაკაცთან სქესობრივ აქტს ადევნებს თვალს. ეს სვინგური ცხოვრების წესის ნაწილია და მონაწილეების მიხედვით განისაზღვრება.
იაპონური ტერმინები
  •          ბუკაკე— ჯგუფური სექსის ფორმა, როდესაც კაცების ჯგუფი მასტურბირებს და ეაკულირებს ერთ სხვა პიროვნებაზე, ხშირ შემთხვევაში — სახეზე და პირზე. ითვლება, რომ ბუკაკე იაპონიაში პორნოგრაფიაზე ცენზურული აკძალვის შედეგად წარმოიშვა: რეჟისორებმა, რომელთაც აღარ შეეძლოთ სასქესო ორგანოების გამოჩენა ეკრანზე, იძულებულნი გახდნენ მიემართათ სექსუალური აქტის ფირზე აღბეჭდვის ახალი, ეროტიულად მიმზიდველი და ამავე დროს, იაპონიის კანონის დამცველი ტექნიკისთვის.
  •          ვაკამეზაკე — სექსუალური ქმედება, რომელიც ქალის სხეულიდან ალკოჰოლის სმას გულისხმობს. ამ დროს ქალი ფეხებს ერთმანეთთან ატყუპებს ისე, რომ ბარძაყებსა და ბოქვენს შორის ერთგვარი ჭიქისმაგვარი სამკუთხედი წარმოიქმნება. შემდეგ ქალი საკეს მკერდზე იღვრის, რომელიც ამ „ჭიქაში“ ჩაედინება. პარტნიორი კი ამ სამკუთხედიდან სვამს სასმელს. ამგვარი ფეტიშიზმის სახელი მომდინარეობს იაპონური სიტყვისგან „ვაკამე“, რაც ზღვის მცენარეს ნიშნავს, ვინაიდან საკეში მოლივლივე ბოქვენის თმა ქალის სხეულზე ძალიან ჰგავს ნაზ წყალმშენარეს ზღვის ფსკერზე.
  •          ლოლიკონი— „ლოლიტის კომპლექსისიაპონური გამონათქვამი. იაპონიაში ტერმინი აღნიშნავს მიზიდულობას ახალგაზრდა გოგოების მიმართ, თუმცა მის გარეთ ტერმინი უკავშირდება მანგასა და ანიმეს ჟანრს, სადაც პატარა გოგოები ეროტიულად მაცთუნებლად იქცევიან. ტერმინი ლოლიტის კომპლექსი მოდის ვლადიმერ ნაბოკოვის წიგნიდანლოლიტა“, სადაც შუა ხნის კაცს სექსუალურად შეიპყრობს 12 წლის გოგო. მსგავსი ტერმინი, რომელიც გამოხატავს მიზიდულობას ახალგაზრდა ბიჭების მიმართ, არის სიოტაკონი.
  •          ომორაში  იაპონიაში გავრცელებული ფეტიშური სუბკულტურა, სადაც ადამიანი განიცდის აღგზნებას სავსე შარდის ბუშტის დროს, ან სექსუალურ მიზიდულობას ადამიანის მიმართ, რომელსაც შარდის ბუშტი სავსე აქვს. ეს ფეტიშისტები ორგაზმს აღწევენ, როდესაც ვეღარ აკონტროლებენ შარდის ბუშტს და განიცდიან ძლიერ შეუკავებლობას.

მკურნალობის ზოგადი პრინციპები და მეთოდები: ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების აღმოჩენამ დიდი იმედები  ჩასახა პარაფილიების მკურნალობის სფეროში . ფიქრობდნენ რომ ფემინიზმსა და მასკულანიზმს ჰორმონების დონის დარეგულირებით ეგზოგენურად შეძლებდნენ . მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ აღმოჩნდა. 1970 წლიდან სექსუალური პარაფილიების მედიკამენტოზური მკურნალობა  დაიწყო ფსიქოტოროპული საშუალებებით. მას შემდეგ მისი კომბინაცია ჰორმონულ მედიკამენტებთან მნისვნელოვან შედეგებს იძლევა. თვალსაჩინო მკურნალობის ეფექტი ჯერ ჯერობით მხოლოდ კომპულსური ხასიათის პარაფილიებშია მიღწეული. მათ კურნალობაში  ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან შედარებით  უპირატესობა ენიჭება  სეროტონულ ანტიდეპრესანტებს და  სეროტონერგული ანტიფსიქოზური  აქტივობის მქონე  მედიკამენტებს მათი რაციონალური დღიური დოზა  აქვეითებს  სექსუალურ კომპულსიურ სურვილებს.  უკანასკნელი შეფასებით  სეროტონინის უკუმიტაცების ინფიბიტორების ეფექტურობა  არც ისე მაღალია  . მედიკამენტი კლომიპრამინი ( ანაფრალინი)  ძლიერი ანტიობსესიური  ნაკლებ ანტიკომპულსიური  აქტივობა  მაინც უზრუნველყოფს  სიმპტომთა რედუცირებას . შემდეგ ანტიობსესიური აქტივობის მხრივ მოდის სერტალინი და ესციდალოპრამი.  და ა.შ  რეზისტენტული ფომრების დროს რეკომენდირებულია ე.წ  სეროტონინული ანტიფსიქოზური მედიკამენტების ( ზიპრექსა, რისპერიდონი .გამოყენება
მედიკამენტურ მკურნალობასტან ერტად აგრეთვე გამოიყენება ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდები, ჯგუფური თერაპია  და  ოჯახური ფსიქოთერაპია.
მკურნალობის ერთ ერთ მეთოდად შეიძლება განვხილოთ ზლიერი ტრანს სექსუალიზმისას ქირურგიული სქესის შეცვლის ოპერაცია.

1 comment:

  1. საინტერესო თემაა. ნეტა მედიკამენტოზური მკურნალობა რამდენ პროცენტშია ეფექტური

    ReplyDelete