Tuesday, June 3, 2014

ტყვია , ტყვიით მოწამვლა ბავშვებში

        ტყვია , ქიმიური ელემენტი რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pb , ატომური ნომერი 82 . მძიმემ მეტალია, რომელიც მომწამვლელდ მოქმედებს ადამიანზე და გავლენას ახდენს მისი ორგანოების ფუნქციონირებაზე. აღმოჩნდა რომ ტყვია ჯანმრთელობისთვის შეიძლება იმ შემთხვევაშიც სახიფათო იყოს, თუ პროდუქციაში მისი შემცველობა მთავრობის მიერ დაშვებულ ნორმაზე დაბალია. იგი ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება და მოწამვლას იწვევს. თუმცა მისი დიდი რაოდენობით სისხლში ერთხელ მოხვედრაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებით 2006 წელს ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა ტყვიის მაღალი შემცველობის სამკაულის ჩაყლაპვის გამო.ტყვიის დიდი რაოდენობით მიღება გნსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის. აშშ სნეულებათა კონტროლის მონაცემებით 1991 წელს ყოველი 6 გამოკვლეული ბავშვიდან 1 ჰქონდა ტყვიით მოწამვლის ნიშნები. სხვადახხვა ღნისძიებების გატარების შემდეგ  2006 წელს შეერთებულ შტატებში სკოლამდელი ასაკის ყოველი 20 ბავშვიდან ერთს სისხლში ტყვიის დონე ქონდა მომატებული . და თუ ეს ასეა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქციაში ტყვიის დონეს აკონტროლებს კანონი, რა მდგომარეობა იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონები არ არსებობს?!  ტყვია აფერხებს ტვინისთვის ცილის მიწოდებას, რაც აუცილებელია მისი სათანადო განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი. მიუხედავად მრავალი გამოკვლევისა ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადგენილი ტყვიის რა დოზაა უვნებელი ბავშვის ორგანიზმისათვის. თუმცა დღეს, გამოკვლევების საფუძველზე მიღებულია, რომ ტყვიის კონცენტრაციის მინიმალური დონე, რომელიც არ ავნებს ბავშვს არის 10 მკგ/დლ. ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული ტყვიით მოწამვლის აშკარა სიმპტომები. ამიტომ ტყვიით მოწამვლის შემთხვევები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო შემოწმება პირველადი პრევენციის მიზნით.
            ტყვიით მოწამვლასთან დაკავშირებული მახასიათებლები:                                   

  1.      ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები
  2.      ინტელექტის შეფასების ტესტებში დაქვეითებული მაჩვენებლები
  3.      დაქვეითებული მეტყველებით გაშუალებული უნარები
  4.      ჰიპერაქტიულობა
  5.      კითხვის სირთულეები
  6.      კოორდინაციის გაძნელება
  7.      ქცევითი პრობლემები
  8.      დაბალი მოსწრება სკოლაშიზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უნარის დაქვეითების მაღალი პროცენტი
  9.      ზრდისა და განვითარების დარღვევა.

     
        ტყვიით მოწამვლის ძირითადი მიზეზები:    
                                                                                                                             
        ტყვიის შემცველი საღებავი: საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის, სათამაშოების შესაღებად) სხვადასხვა დოზით შეიცავენ ტყვიას. განვითარებულ ქვეყნებში 1970 წლის შემდეგ დამზადებული საღებავები აღარ შეიცავს ტყვიას, როგორც ვარაუდობენ, შეერთებულ შტატებში სახლების დაახლოებით 40 პროცენტი ანუ 38 მილიონი სახლი ასეთი საღებავებით არის შეღებილი. განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის აფცქვნილი საღებავი და მისი მტვერი, რომელიც რემონტის დროს ხვდება ჰაერში.
        ეკოლოგიური დაბინძურება: ინდუსტრიული წარმოების ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებზე და ბავშვებზე.  მართალია ბოლო წლებში განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ დაიწყო ტყვიისგან გამოთავისუფლებული საწვავის გამოყენება, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაახლოებით 100 ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოიყენება ტყვიის შემცველი საწვავი. ტყვია არ იშლება და არ იწვის. ტრანსპორტის გამონაბოლქვში არსებული ტყვიის ნაწილაკები გზისპირა ნიადაგში ხვდება. ამგვარად ტყვიის მტვერს შევისუნთქავთ ან ფეხსაცმლით შეგვაქვს სახლში.
     ნიადაგი: გარემოს ინდუსტრიული და საწვავის გამონაბოლქვებით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედა ფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ იმათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.
        სასმელი წყალი: უფრო ნაკლები წილი მოდის სასმელი წყლიდან ტყვიით მოწამვლაზე, მაგრამ ინდუსტრიული წარმოების რაიონებში, სადაც არ იცავენ ნარჩენების უსაფრთხო იზოლაციის წესებს, წყალი შეიძლება დაბინძურდეს.ძველ ქალაქებსა და სახლებში ტყვიის მილები ან ტყვიით შედუღებული სპილენძის მილებია გაყვანილი წყლისთვის. შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრის, მეიოს კლინიკის რეკომენდაციით სასურველია, რომ დალევამდე ასეთი მილებიდან წამოსულმა წყალმა 30-60 წამი იდინოს. ასეთ მილებში გამავალი ცხელი წყლის დალევა და საჭმლის მოსამზადებლად მისი გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვის საკვების მოსამზადებლად.
        საკვები: ადამიანის ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მატება ხშირია საკვებიდან. დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება. ამავე დროს, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვებით, რომელიც მომზადებულია ტყვიის შემცველი მინანქრით დაფარულ ჭურჭელში, რომელსაც ძირითადად აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში იყენებენ. გრილად რომ შეინახონ, ზოგჯერ წყალს თიხის ჭურჭელში ასხამენ, ცხელ სასმელებს კი მომინანქრებული ჭიქებით შეექცევიან. მეხიკოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევამ აჩვენა, რომ წლინახევრის ბავშვების თითქმის ნახევარს სისხლში ტყვიის ნორმა მომატებული ჰქონდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მომინანქრებულ ჭურჭელში მომზადებული საკვები დასახელდა. ტყვია თიხის ნაკეთობებს ბზინვარებას ანიჭებს,  ამიტომ არ შეიძლება თიხის ჭურჭელში კერძების  მომზადება ან ბოსტნეულის შენახვა.                                        
      თუ თვლით, რომ თქვენს შვილს შეიძლება ტყვიით მოწამვლა ჰქონდეს, მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ ტყვიის შემცველობაზე სპეციალური სისხლის ანალიზი. თუ ანალიზმა უჩვენა ტყვიის დასაშვებზე მეტი კონცენტრაცია, ექიმი ბავშვს დაუნიშნავს შესაბამისი მკურნალობის კურსს. სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შესაბამისი მკურნალობა მოყვანილია ppt  მასალაში.       იმისათვის რომ დავიცვათ ბავშვები ტყვიით ინტოქსიკაციისგან უნდა ჩავატაროთ შემდეგი ღონისძიებები                                    


  •       სასურველია ყოვლეკვირეულად გაწმინდოთ სველი წესით იატაკი, კარ-ფანჯარა  
  •       მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები , ბავშვის ორგანიზმი პირის ღრუდან მოხვედრილი ტყვიის 50 პროცენტს ითვისებს, მოზრდილთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 10—15 პროცენტია.
  •       მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან, ან ეზოდან სახლში მოსვლისას დაიბანოს ხელი
  •       მოერიდეთ საკვების ყიდვას რკინის კონსერვებში  
  •       ეცადეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმით და ცილებით გამდიდრებული საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინაღმდეგობას  
  •       ბავშვს მოუმზადეთ ნაკლებ ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შენარჩუნებას 
  •       პერიოდულად ჩაუტარეთ ბავშვს სისხლის ანალიზი ტყვიის კონცენტრაციაზე, განსაკუთრებით, თუ ცხოვრობთ ინდუსტრიულ ან ტრანსპორტით გადატვირთულ რაიონში. სისხლის ანალიზის კეთდება უკვე 6 თვის ასაკიდან, როდესაც სისხლში ტყვიის დონე მომატებას იწყებს. შედარებით დაბალი რისკის რეგიონში კი ტყვიის შემცველობაზე სისხლის ანალიზი შეიძლება 1-1.5 ასაკიდან შეიძლება ჩატარდეს განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის პერიოდი ფეხმძიმობის დროს მოერიდეთ მუშაობას წარმოებაში, სადაც ტყვიით მოწამვლის რისკია.
  •       მოერიდეთ ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში ფეხით სიარულს
         ბოლოს კი დამალვას ჯობს ებრძოლოთ გამომწვევ მიზეზს მოთხოვეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს გაააქტიურონ მოქმედება ტყვიით გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ. აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საწვავის გაყიდვის აკრძალვის ღონისძიებებში. რადგან სისხლში ტყვიის დონე საგრძნობლად კლებულობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წყვეტს ტყვიის შემცველ ნივთებთან კონტაქტს.

No comments:

Post a Comment